უკავშირდება თუ არა მარტში დაწყებული გამოძიება საკადრო ცვლილებებს მთავრობაში

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე, რომლის ფარგლებშიც დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს, გამოძიება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე“, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. უკავშირდება თუ არა მარტში დაწყებული გამოძიება საკადრო ცვლილებებს მთავრობაში უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები