ლარი მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4479 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8700 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8660 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.004 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები