საქართველოში მსოფლიოში აღიარებული იახტების კომპანია – Azimut Benetti Group შემოდის
მსოფლიოში აღიარებული იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ასეთი რანგის კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა, ვინაიდან შეთანხმებას ჯაჭვური რეაქციით მოსდევს სხვა ბევრი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, მხარჯველობითუნარიანი ვიზიტორებისა და ტურისტების სახით.
როგორც კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და მას წინ უძღოდა 6-წლიანი დაძაბული მუშაობა.
„ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, 31 ივლისს თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ პრეზენტაციაზე“,- აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.
კომპანია Azimut Benetti Group-ი იტალიური ბრენდია. მისი მფლობელია პაოლო ვიტელი, დღეს ის იმართება მისი ქალიშვილის, ჯოვანა ვიტელის მიერ. (R)