ქართველი მეშახტეები თურქ კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ

ქართველი მეშახტეები თურქი კოლეგების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილ მეშახტეთა ოჯახებსა და თურქ კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „საქნახშირის“ „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
“ჩვენთვის განსაკუთრებულად მძიმე და ემოციურია მომხადარი ტრაგედია, რადგან ყოველი ჩვენგანი ათვიცნობიერებს ამ პროფესიის თანმხლებ რისკებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის სამძიმრის წერილში. „საქნახშირი“ იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდება და მაღაროში დარჩენილ 400-მდე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
თურქეთის პროვინცია მანისას მაღაროში აფეთქება წუხელ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში კიდევ 400 ადამიანი იმყოფება. დაიღუპა 201 და 75-ზე მეტი მაღაროელი დაშავდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი აღარ გაიზრდება და ჩვენი კოლეგები განსაცდელს გადაურჩებიან, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები