მამუკა ბახტაძე: ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას

0

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს რეფორმა აუცილებლად გატარდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში, სოციალური დაცვის მაღალი დონე შეიქმნას.
„ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას. ეს რეფორმა ყველა ქვეყანაში იყო ძალიან ცხარე დებატების საგანი და ბუნებრივია, ესაა ძალიან ლოგიკური მოვლენა. ეს გრძელვადიანი რეფორმაა. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთმა წარმატებულმა ეკონომიკამ, საპენსიო ფონდების გარეშე, ვერ მიაღწია სოციალური დაცვის იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ევროპაში ვხედავთ. საპენსიო ფონდების ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენს ეკონომიკაში არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შევქმნათ სოციალური დაცვის მაღალი დონე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი