„თქვენს ქვეყანას რეფორმების ჩატარების კურსით ძალიან კარგი წინაისტორია აქვს “

“თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, აერჩია დემოკრატიული მიმართულება, როგორც კეთილდღეობისა და ქვეყნის ერთობის გარანტია – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ევროპის სახლში საჯარო ლექციაზე განაცხადა.
“თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, აერჩია დემოკრატიული მიმართულება, როგორც გარანტია კეთილდღეობისა და ქვეყნის ერთობისა. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს მხოლოდ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გამყარებას. ეს ნიშნავს თქვენს ქვეყანასა და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება 28 ქვეყნის პრეზიდენტის, ან პრემიერების მიერ.
თქვენს ქვეყანას ძალიან კარგი წინაისტორია აქვს რეფორმების ჩატარების კურსით. მე დარწმუნებული ვარ, ამ ძალისხმევის დახარჯვა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ეს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ასოცირების ხელშეკრულება იქნება კომპასი, რომელიც დაგვეხმარება, შევაფასოთ, რომ იყოს უკეთესი სტანდარტები გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, იყოს ბიზნესის წარმოების უფრო ხელსაყრელი გარემო, სანდო და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები”, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ “ევროპის სახლში“ საჯარო ლექციისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები