რა ვითარებაა ზესხოში, სადაც ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ურთულესი რელიეფის გამო ტყის მასივთან მობილიზებულია ცოცხალი ძალა – ადგილზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი.
ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან.
დილიდან მუშაობა განაახლა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები