შალვა თადუმაძე: სტერეოტიპი, რომ პროკურატურის უნდა ეშინოდეთ და პროკურატურამ არ შეიძლება უკან დაიხიოს, არასწორია

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის შეფასებით, პროკურატურის უკან დახევის სტერეოტიპი არასწორია და გამამართლებელი განაჩენი ნაკლად არ უნდა ითვლებოდეს.

თადუმაძის თქმით, მართლმსაჯულება სწორედ იმიტომ არსებობს, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, სიმართლის დადგენას კი გარკვეული ეტაპები სჭირდება: „მიმაჩნია, სტერეოტიპი, რომ პროკურატურის უნდა ეშინოდეთ და პროკურატურამ არ შეიძლება უკან დაიხიოს, არ არის სწორი იმიტომ, რომ პროკურატურის თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს იმას, ვინც კანონს არღვევს . პროკურატურის უკან დახევის სტერეოტიპი არასწორია, ნაკლად ითვლება გამამართლებელი განაჩენი მიუხედვად იმისა, რომ ბრალისა და განაჩენის სტანდარტი სხვადასხვაა და ბუნებრივია თუ გამამრთლებელი განაჩენის სტანდარტით იქნებოდა საქმის გამოძიება დაწყებული, მაშინ მართლმსაჯულების განხორციელების საჭიროება აღარ იარსებებს. თუ იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პროკურატურისთვის დადგენილი, მაშინ გამოძიება საჭირო არ იქნება. პირდაპირ გვეცოდინება, რომ ეს დანაშაული ჩადენილია და პირდაპირ ისე დაისჯება ადამიანი, რომ სასამართლო არ დასჭირდება, ამიტომ არის სტანდარტები, ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის დადგენას რაღაც ეტაპები სჭირდება“,-აღნიშნა თადუმაძემ.

რაც შეეხება ბრალზე უარის თქმას, თადუმაძეს მიაჩნია, რომ პროკურატურა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, სასამართლოში წაიღოს ის საქმეები, სადაც არ მოუწევს ბრალზე უარის თქმა: „ თუმცა უნდა ეცადოს და განწყობა უნდა ჰქოდნეს, რომ ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს დაამტკიცებს თავისი მტკიცებულებებისა და უნარების მეშვეობით და გამამტყტუნებელ განაჩენს დააყენებინებს სასამართლოს, მაგრამ ის, რომ მან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ვერ დაამტკიცა, პროკურორის ცუდ მუშაობაში არ უნდა ითვლებოდეს.გამომდინარე იქიდან, რომ კანონი თავად განსაზღვრავს ამ სტანდარტებს, ამ სტანდარტებისთვის მიდგომას“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე შესარჩევ ეტაპზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები