პატრიარქმა წმინდა გიორგისა და წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის სკოლის მოსწავლეები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე წმინდა გიორგისა და წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის სკოლას ესტუმრა, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები დალოცა. პატრიარქი სკოლას 22 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესტუმრა. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები უწმინდესს ყვავილებით დახვდნენ. პატრიარქმა სკოლის სამლოცველო, ასევე შენობები მოინახულა. შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები