თბილისელ ირემს ბაქოელი საცოლე ჩამოუყვანეს

თბილისის ზოოპარკში სიახლეა. როგორც „კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ირემს ბაქოდან საცოლე ჩამოუყვანეს. მისივე თქმით, ჯერჯერობით ცოლ-ქმარს შორის მეგობრული ურთიერთობაა. როგორც ზოოპარკის დირექტორი აღნიშნავს, ირმების გამრავლების ეტაპი წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე ხდება.
„ჩვენს კეთილშობილ ირემს ბაქოდან საცოლე ჩამოუვიდა. რძლებს რომ ახასიათებენ, ჩვენც ისე აღვწერთ: მშვენიერი, სიმპათიური, წესიერი გოგოა, კარგი ოჯახის შვილი… ორი ინსტიტუტი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მშვიდია და რაც მთავარია, პატიოსანი. თბილისელი საქმროც მოეწონა და აწი ალბათ ეშველება ჩვენს გაჭირვებულ ბიჭს, კილომეტრებზე რომ ისმოდა მისი სასოწარკვეთილი ძახილი მყვირალობის პერიოდში. იმედია პატარა ნუკრებსაც მალე ჩაგვიგორებენ კალთაში“, – აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები