ნაძალადევის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N28 და N28ა კორპუსებში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების მილები 494 გრძივ მეტრზე იცვლება. ასევე, მოეწყობა 20 საკომუნიკაციო ჭა. შიდა ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.
„გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წელს, წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა ხუთ მისამართზე უკვე დავასრულეთ და სამუშაოები კიდევ ხუთ კორპუსში გრძელდება. კონკრეტულად ამ მისამართზე, N28 და N28 ა კორპუსებში, სადაც სულ 144 ოჯახი ცხოვრობს, ექვსი სადარბაზოს შიდა ქსელი იცვლება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგელებში მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები