ქუთაისში, არასრულწლოვანი გოგონა მე-4 სართულიდან, მაშინ გადმოვარდა, როცა სარეცხს ფენდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.
“კვირას” ინფორმაციით, გოგონა აივანზე სარეცხს ფენდა, თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს აქვს ტვინის შერყევა, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი.
ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილოებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები