თბილისს სექტემბრიდან 9 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

თბილისში, სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება – დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს, ახალი კორპუსი შეემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა-ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც. ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18 ივნისიდან  მიმდინარეობს აღსაზრდელთა რეგისტრაცია”,-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ახალი ბაღების ნომრებია:

N49 –  ნაძალადევის რაიონი, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ;

N67 –  საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა;

N73 – საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის  მე-3 მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;

N53 – გლდანის რაიონი, სოფელი გლდანი, მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა;

N57-  გლდანის მე-3ა მ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ

N44 –  ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 27-ე კორპუსის მიმდებარედ;

N118 -ვაკის რაიონი, წყნეთი, სოხუმის ქუჩა N49-ის მიმდებარედ;

N38 – დიდუბის რაიონი, ზუგდიდის ქუჩა N3;

N68 – ჩუღურეთის რაიონი, პალიასტომის ქუჩაზე N1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები