თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, არტურ ლაისტის, ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის და ელენე ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის და გუდაურის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები