დღეს თამარობაა

თამარობას მართლმადიდებელი ეკლესია ყოველი წლის 14 მაისს აღნიშნავს. იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც საქართველოს სამეფო ტახტი დაიკავა. მისი მეფობის პერიოდს საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიებენ. სწორედ თამარის სახელს უკავშირდება იმდროინდელი სახელმწიფოს მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება და შეცვლა. თამარის მეფობის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა.
თამარი 1213 წელს გარდაიცვალა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.
თამარობა საქართველოში, როგორც ეროვნული დღესასწაული, 1917 წლიდან, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები