ნინო გაბუნიას ახალი კრებულის – „შუშის მძივის“ წარდგენა გაიმართება
6 ივლისს, 18: 30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ნინო გაბუნიას პოეზიის საღამო და კრებულ „შუშის მძივის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად პოეტმა განუცხადა, ეს პოეტის პირველი კრებულია. „წიგნში შესულია ადრეული და ახალი ლექსები. ამ ლექსების წიგნად გამოცემის იდეა ჩემი მეგობრების დამსახურებაა. მე ალბათ ჯერ ვერც გავბედავდი“.
წიგნის რედაქტორია – თინანო თევზაძე. გარეკანის დიზაინი – დავით გაბუნია.
წიგნი გამომცემლობა ,,კალმოსანში“ დაიბეჭდა.
მის: მაჩაბლის 13.