X Factor 2018-ის კონკურსანტის, გორის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართება

4 ივლისს, 18:00 საათზე,  გორის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში, X Factor 2018-ის კონკურსანტის, გორის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: ინსტრუმენტული კვარტეტი (ხელმძღვანელი – შორენა მჭედლიშვილი) და ანსამბლი „გორი”.
„გორელმა მომღერლებმა თქვენი დახმარებით კონკურსის დასკვნით ეტაპამდე მოახერხეს მისვლა. ახლა მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დარეკვა ან დაუმესიჯება შესაძლებელია მათ ნომერზე: 0 903 300 360“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
თანხა მთლიანად გადაირიცხება გუნდის ფონდში და გოგონებს X Factor-ის ფინალურ ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ბილეთის ფასი – 5 ლარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები