ახალქალაქში, ბუღაშენის ხიდიჯვარის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის X საუკუნის ხიდიჯვარის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 8 მაისის ბრძანებით მიიღო.
ტაძარი დარბაზულია. ნაგებია ნათალი წითელი ქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის ჭრილი თაღოვანია. სამხრეთ კედელში მაღალი, ფართო და თაღოვანი სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ჩაწერილი აბსიდია, რომლის კონქი პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა (ძველია შემორჩენილი). აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელი ამჟამად ამოშენებულია და ნიშადაა გადაკეთებული. აღმოსავლეთის კედელთან დგას ტრაპეზად გამოყენებული ჯვრებითა და ვარდულებით დამშვენებული რელიეფური ბაზა. ტაძარი თაღითაა დასრულებული.
ტაძრის გარშემო ძველი სასაფლაოა, რომელზეც შემორჩენილია ვერძისა და ცხენის ქანდაკებიანი საფლავის ქვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები