შეკვეთილი ელტონ ჯონის დასახვედრად ემზადება
ელტონ ჯონის კონცერტისთვის კარი ხვალ, 30 ივნისს, 17:30 საათზე გაიღება.
solo-ს ინფორმაციით, „შავი ზღვის არენაზე“ ჩასულ მსმენელს დახვდება რამდენიმე ფოტოზონა ელტონ ჯონთან დაკავშირებული ინსტალაციებით და დიდი ეკრანი, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრები მიმდინარე საფეხბურთო მატჩების ყურებას შეძლებენ.
19:00 საათიდან სცენას Kennedy Administration დაიკავებს, შემდეგ კი ლეგენდარული ელტონ ჯონის კონცერტი დაიწყება.„იამაჰას” ბრენდის შავი როიალი, რომელიც მუსიკოსს ყველა ტურნეში თან დააქვს, უკვე დარბაზშია.
შეკვეთილში იმყოფება ელტონ ჯონის 28 -კაციანი ტექნიკური ჯგუფიც.
ბრიტანელი ვარსკვლავი შეკვეთილში ხვალ დილით ჩავა.