არქეოლოგიურ ჟურნალ „არქეოსპექტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააარსა არქეოლოგიური ჟურნალი “არქეოსპექტრი”.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი არქეოლოგებისთვის, ისე მოყვარული მკითხველისთვის.
“არქეოსპექტრი” უზრუნველყოფს ინოვაციური, თეორიულ-აღწერილობითი ხასიათის გამოკვლევების გამოქვეყნებას; მისი უმთავრესი მიზანია ქართული არქეოლოგიის პოპულარიზაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო წრეებში, აგრეთვე, არქეოლოგიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სივრცეში ქართული არქეოლოგიის ინტეგრაცია და სხვ.
ჟურნალი ღიაა პოლემიკისთვის, რედაქცია გამოთქვამს მზაობას სპეციალისტებთან სათანამშრომლოდ.