სუს-ის უფროსის მოადგილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში – „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – კახა იმნაძე.
სესიის – “უცხოელი ტერორისტი მებრძოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მოხსენება წარადგინა.
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველი გლობალური კონფერენცია ნიუ-იორკში, აშშ-ში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია ახალი მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გასაძლიერებლად. კონფერენცია 28 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა გახსნა. ღონისძიებაში კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები