სანდრა რულოვსმა ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ ექთნებს საერთაშორისო დღე მიულოცა – ამის შესახებ ინფორმაცია სანდრა ელისაბედ რულოვსმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.  როგორც სანდრა რულოვსი აცხადებს, ექთნებს სიმბოლური შეხვედრა მოუწყო და მათთვის ახალი ფორმების შეძენაზეც იზრუნებს.
„გუშინ საერთაშორისო ექთანთა დღე იყო და სიმბოლური მიღება მოვაწყე. ასევე ყველა მოსულ ექთანს და ბებიაქალს ავუღეთ ზომები რათა ახალი ფორმაც მიიღონ შემდგომში! გილოცავთ ყველას!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სანდრა ელისაბედ რულოვსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები