ეთნოგრაფიულ მუზეუმში „წიგნის სივრცის“ წარდგენა გაიმართება
3 ივლისს, 20:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ, ,,წიგნის სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სპეციალურად მოწყობილ ღია ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბუნებაში წაიკითხოს, იმუშაოს თუ უბრალოდ განიტვირთოს. „წიგნის სივრცეში“ პერიოდულად მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები.
17 ივლისიდან, „წიგნის სივრცე“ ღია იქნება კითხვის მოყვარულებისთვის. „წიგნის სივრცის“ მომხმარებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ მუზეუმის ღია ბიბლიოთეკით და გაამდიდრონ ღია სამკითხველო.
სამკითხველო სივრცე ეროვნული მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივაა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა 1.
მუსიკა: Halfmyth; არტისტი: ლევან მიქელაძე; სტუმრებს გაუმასპინძლდება მეღვინეობა ,,შილდა“; ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერია Georgian Conference Time (GCT).