საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიაზე განაგრძობს
იხურება საგაზაფხულო სესია, თუმცა კანონპროექტები კიდევ არის განსახილველი, ამიტომ აუცილებლად მოვიწვევთ რიგგარეშე სესიას“, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.
მისი თქმით, პირველ რიგში კანონმდებლებს სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა მოუწევს.
„საკმაოდ მოცულობითია ეს პაკეტი, 116 კანონპროექტი არის მასში, ორშაბათის ბიუროზე ეს კანონპროექტი იქნება უკვე გატანილი და შესაბამისი კომიტეტები განისაზღვრება. ამიტომ, მომდევნო კვირაში ჯერ იქნება საკომიტეტო მოსმენები და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ამ კანონპროექტებზე და მე ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირაშივე დასრულდება ამ კანონების მიღება”, – განმარტა კახიანმა.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს წარადგინა. ცვლილებების შესახებ კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინა.