გია ვოლსკი: საოკუპაციო რეჟიმი, ე.წ. სანაკოევის სიით, ვერავის მიმართავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის მიმართავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის საინტერესო არ არის, ვინ ეწერება ამ სიაში.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ეთნიკური პათოსით არ უნდა იყოს აღქმული.
„საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის რომ ვერ მიმართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო არ არის, აღნიშნულ სიაში ვის ჩაწერენ. საქართველოს მოქალაქეა ოსიც, აფხაზიც და ქართველიც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, იმყოფებიან და, რომელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი დაუპირისპირდეს მეორეს. ამ კონტექსტში თუ რამე ინფორმაცია და პათოსი იქნება მოწოდებული, უნდა განვიხილოთ. რა მოჰყვება ამას, მეორე საკითხია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალი “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” საპასუხოდ, “სასანქციო სიას” ამზადებს.