ზაზა გაბუნია: უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.
„მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა. ამ ვიზიტის ფარგლებში, შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ყოველდღიურად გვესმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და რაც მთავარია ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ქმედებები, რაც გამოიხატება მათ შორის ორპარტიული რეზოლუციის პროექტში“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანისა და ეროვნული ინტერესისადმი შტატების ერთგულება მკაფიოდ ჩანს რეზოლუციის ტექსტში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს „რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ძალადობრივ და უკანონო დაპყრობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები