თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე იწყება
თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ლეგენდარულ ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე 30 ივნისს, ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი (ხანგრძლივობა 90 წუთი) აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს.
რეგიონული ტურნე პროექტ check in georgia- ს ფარგლებში გაიმართება.