ემიგრანტის დღე – პეტრე ხვედელიძისა და  ნიკო თოფურიას ხსოვნის საღამო გაიმართა

ქართული ემიგრაციის მუზეუმში ემიგრანტის დღე აღინიშნა. ასევე – ორი ქართველი ემიგრანტის –  პეტრე ხვედელიძისა და  ნიკო თოფურიას ხსოვნის საღამო გაიმართა.
მანამდე თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორმა რუსუდან კობახიძემ ფეისბუზე სტატუსი გამოაქვეყნა:
„ჩვენი ბატონი პეტრე! დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა! როგორ იუხერხულა, როდესაც ემიგრანტის დღე მის დაბადების დღეს დავამთხვიეთ… ვიდრე ვარ ამქვეყნად, ეს დღესასწაული არ მოიშლება! ჩემს შემდგომსაც გადავულოცავ დიდი რუდუნებით ამ დღის და, საერთოდ, ემიგრაციის სიყვარულს!
დღეს კი ქართული ემიგრაციის მუზეუმში ორ ღვაწლმოსილ ემიგრანტს გავიხსენებთ – ბატონ პეტრე ხვედელიძეს და ახლახანს გარდაცვლილ ბატონ ნიკო თოფურიას. უფალმა ნათელში დაამკვიდროს მათი სულები“, – დაწერა რუსუდან კობახიძემ.
ქართული ემიგრაციის დღე 2013 წელს დაარსდა, როდესაც 25 ივნისს ემიგრაციის მუზეუმში ფრანგული და ამერიკული ემიგრაციის უხუცესი წარმომადგენლის, პეტრე ხვდელიძის 95 წლის იუბილე იზეიმეს. მას შემდეგ ემიგრაციის მუზუმში ეს დღე ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები