ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

29 ივნისს, 12:00 საათიდან 23:00 საათამდე, პარფიუმერიის სახლი „არომატეკა” ერთი დღით: ნათია დალაქიშვილის, სოფო გონგლიაშვილის და ლანა ლობილაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ერთი დღით ულამაზესი თოჯინები, სამკაულები და განათებები გამოიფინება, რომლის დათვალიერება და შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.
„ჩვენს ბუტიკში თავმოყრილი, ხელოვნებად ქცეული სუნამოები და ულამაზესი, ქართული, ხელნაკეთი პროდუქცია ერთ სივრცეში ყველაზე ლამაზად მოიყრის თავს. გელოდებით ყველა მსურველს ყველაზე სურნელოვან სამყაროში“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მის: იოანე შავთელის ქ. 17.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები