ნინო წილოსანი: კეთილმოწყობილი პარკები ქალაქს ჯანსაღ იერსახეს დაუბრუნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, პარკების რეაბილიტაცია და სკვერების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისივე თქმით, ამ მხრივ ვერისა და ვაკის პარკისთვის ისტორიული პროექტი იწყება.

“საქალაქო პარკების რეაბილიტაცია და სკვერების კეთილმოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის პროცესში. თბილისში რაც შეიძლება ბევრი ადგილი უნდა იყოს, სადაც როგორც თბილისელები, ისე ჩვენი სტუმრები განიტვირთებიან და სასიამოვნოდ დაისვენებენ. ვერისა და ვაკის პარკისთვის კი ისტორიული პროექტი იწყება, რადგან ამ სკვერების დაარსების დღიდან, მათი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ჩვენ ისინი არამხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უფრო გალამაზებული უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს”,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები