თეა წულუკიანის შვებულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვილთან და მეუღლესთან ერთად შვებულებაში იმყოფება და სამინისტროს 9 ივლისს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს 9 ივლისს დაუბრუნდება. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.

მინისტრი შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14:00 საათზე,  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები