„ვაპირებთ, ზუგდიდში, ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლი გავაკეთოთ“

„მე ძალიან მიხარია, რომ „ტექნოპარკი” ზუგდიდში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებთ და განათლების სისტემის რეფორმა ამას გულისხმობს, ესაა – ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთება განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით“,-ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასწავლებელი ზუგდიდში აუცილებლად გაიხსნება.
„ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ ჩვენ ლამაზ კუთხეში მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს 21-ე საუკუნეში ისეთ პროფესიებში, რომლებზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა. მე გარწმუნებთ, ამაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემას ჰქონდეს რეგიონული მხარდაჭერის მომენტი და ფუნქცია.
„ჩვენს განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური მხარდაჭერის მომენტიც და ფუნქციაც. თუ თქვენ ნახავთ საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალურ პოტენციალს და ამასთან, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან. ამ პოტენციალს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, გაღვივება და განვითარება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ ახალგაზრდული სივრცე და ახალგაზრდული ეკონომიკა”, – მიმართა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები