მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინის – იგორ პიკაიზენის კონცერტი გაიმართება
2 ივლისს, 20:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროგრამაშია: ალექსი მაჭავარიანის ნაწყვეტები საბალეტო სუიტიდან „ჭირვეულის მორჯულება“ და სავიოლინო კონცერტი, ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონია N1 „სამყაროს ჰარმონია“.
სოლისტი: მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე – იგორ პიკაიზენი.