„ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“ – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

28-30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი  აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2018 წელს სრულდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წელი. კონფერენცია ამ თარიღთან დაკავშირებით ტარდება. მისი მიზანია: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, საკვანძო პრობლემურ საკითხებზე ფართო სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება,
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები – ქართველოლოგები და ხელნაწერთმცოდნე-წყაროთმცოდნეები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე დაკავშირებულები არიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და მათ ქართველოლოგებად ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდია სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წვლილი.
კონფერენციის თემატიკაა:
• კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია;
• წყაროთმცოდნეობა;
• არქივთმცოდნეობა;
• ხელნაწერი წიგნის ხელოვნება;
• ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაცია.

კონფერენცია გაიხსნება 28 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

პროგრამა
ივნისი 28-30
თბილისი
სამუშაო დარბაზები:
A: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. III კორპუსი, საგამოფენო დარბაზი;
B: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. III კორპუსი. საკონფერენციო დარბაზი;
C: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. III კორპუსი. აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები