11 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
11 ობიექტს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მფლობელი გახდა:
1. კვირაცხოვნოს სახელობის ეკლესია, გორის მუნიციპალიტეტი სოფელი კირბალი XIX საუკუნე.
2. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გორის მუნიციპალიტეტი სოფელი კირბალი (სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე) გვიანი შუა საუკუნეები.
3. ვანისჭალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ვანისჭალა, XIX საუკუნე.
4.„ციხის წისქვილი“, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კისისხევი, XVIII საუკუნე.
5. ჩიქუნეთის მარანი – „ილიას მარანი“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ჩიქუნეთი, შუა საუკუნეები.
6. თხილვანის ნაეკლესიარი, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა თხილვანა, შუა საუკუნეები.
7. ღორჯომის ჯამე, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ღორჯომი, 1903 წელი.
8. ბობნევის წმინდა იოანე მახარებლის ეკლესია, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბობნევი, 1661-1683 წწ. კედლის მხატვრობა – 1683 წელი
9. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბერთა, გვიანი შუა საუკუნეები.
10. სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარი, წალკის მუნიციპალიტეტი,სოფელი ბერთა, 1852 წელი.
11. #12 საჯარო სკოლა, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ქალაქი სამტრედია, 1890-იანი წლები
ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.