მომღერალი ირაკლი ნოზაძე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.
“ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში“, – აღნიშნა ექიმმა.
ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები