მიშა ცაგარელი: დღეს და ხვალ უარყოფითი ენერგიები გაძლიერებულია და პიკს აღწევს

სავსემთვარეობის გამო ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია მატულობს, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიშა ცაგარელმა განაცხადა. ასტროლოგი „კვირასთან“ საუბარში ადამიანების მიერ ჯანმრთელობის გახშირებულ ჩივილებს ხსნის. ცაგარელის განმარტებით, დღეს და ხვალ უარყოფითი ენერგიები გაძლიერებულია და პიკს აღწევს, რისი მიზეზიც სავსემთვარეობაა. ამასთან, ასტროლოგის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გარდა, სხვა უარყოფითი მოვლენებიც გახშირებულია. „მძიმე კოსმიური ენერგიების დღე გეომაგნიტურ ტენდენციებს ქმნის და აძლიერებს უარყოფით ენერგიებს, რის გამოც კონფლიქტების, ტრავმების, ავარიების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია მატულობს. დღეს და ხვალ გეომაგნიტური ტენდენციების პიკია. ზეგ, დღის პირველ ნახევარში კოსმიური ენერგია საგრძნობი კიდევ იქნება, თუმცა შემდეგ შემცირებას დაიწყებს“, – განმარტავს მიშა ცაგარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები