სოციალური თერაპიის სახლში „ღია სახლის დღე“ და საქველმოქმედო საღამო გაიმართება
29 ივნისს, 18:00 საათზე, კავშირი „ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ „ღია სახლის დღეს“ მართავს.
როგორც „კვირას“ სოციალური თერაპიის სახლიდან აცნობეს, ეს იქნება ზაფხულის ერთი ლამაზი საღამო, სადაც სტუმარს ელის: არაჩვეულებრივი ადამიანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საგანგებოდ მოწყობილი კაფე – უგემრიელესი ნუგბარი, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელი; სახალისო ასტროლოგია და პირადი რუკის შედგენა; ლატარეა; მხიარული ფოტოსესია; მოულოდნელი სიურპრიზები; კინოჩვენება; მეგობრული გარემო და სასიამოვნო მუსიკა.
პროდუქცია დამზადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ, ხოლო საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა მოხმარდება მათ საჭიროებებს.
მის: ძმები უბილავების ქ. 8.