საქართველოს ხელოვნების სასახლეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო – „ევროპა ნოსტრა“ გადაეცა

დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ გადაეცა. ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის „ქსოვილი საქართველოდან“ მიიღო.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, 400-გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა. ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „ევროპა ნოსტრა საქართველოს“ და „ICOM საქართველოს“ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები