რუსთავში 7 წლის გოგონას ე.წ. კისტის თოფიდან ესროლეს

7 წლის გოგონას, რომელიც საქანელაზე ქანაობდა, დედამ შემთხვევით მუცლის არეში დაზიანება აღმოუჩინა. ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსებმა პატარა გოგონას მუცლის არედან ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს.
შემთხვევა რუსთავში, ორი დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. დედისთვის უცნობია, რა დროს ან როგორ მიიღო ბავშვმა დაზიანება. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ,,კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები