სარალიძის ადვოკატი: მასალები პირველ რიგში ზაზას გადავეცი, ამიტომ დეტალურად არ ვიცნობ

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დეტალურად არ იცნობს.

ბესელიას კითხვაზე – “ენდობით თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას? განაჩენს”?
ნესტან ლონდარიძემ განაცხადა – „ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე ვენდობი უშუალოდ იმ პოზიციას, რაც მოსამართლემ ამ საქმესთან მიმართებაში დააყენა, მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან დეტალურად არ ვარ გაცნობილი, იმიტომ, რომ პირველ რიგში მე ზაზას გადავეცი, მას შემდეგ რაც ჩავიბარე ეს განაჩენი და გუშინ გადმომეცა და ვერ შევძელი ძალიან დეტალურად განმეხილა ეს. თუმცა, ის, რომ მან არ გაითვალისწინა მიხეილ კალანდიას ჩვენებები როგორც არასანდო და წინააღმდეგობაში არის მოსული ყველა მტკიცებულებებთან, ეს ფაქტია და ამაზე არსებობს ჩვენთან პროკურორის განმარტებაც, რომ როგორც კი მოსამართლე თავის განაჩენში არ გაიზიარებს მიხეილ კალანდიას ჩვენებას, მეორე დღესვე მე მაგას დავაკავებო, ეს სურათი არ გვაქვს, თუმცა არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც შეიძლება მე კითხვის ნიშანი მქონდეს და არ ვიზიარებდე“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები