ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ბავშვი და ორსული ქალი დაშავდნენ
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული ქალი. ავარია ბაგრატიონის ქუჩასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ინფორმაციას 1tv ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.