დავით ანდოლინი, ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში რჩება

დავით ანდოლინი, რომელიც მკურნალობას ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობს, ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისათვის, გუშინ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში 23 და 22 წლის ძმები – დავით და ლუკა ანდოლინები კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ლუკა ანდოლინის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა ანდოლინი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები