სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორები და გამომძიებლები ეტაპობრივ სწავლებას გადიან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს. პროექტის მიზანი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და პროფესიული საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა. ტრენინგები ევროკავშირის პროექტთან ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა“ თანამშრომლობით ხორციელდება.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე სპეციალური სასწავლო მოდული საქართველოს პროკურატურაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მხარდაჭერით დაინერგა.  სასწავლო პროგრამა მოიცავს: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ცნებას, მიკერძოების მოტივის ინდიკატორებს, საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ სამართლებრივ ჩარჩოს, მოტივის მტკიცებულებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამა დატვირთულია თეორიული და პრაქტიკული სწავლებით.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროგრამის დანერგვას წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი უსწრებდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები