შსს-მ ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცის ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
„კვირას“ ინფორმაციით, დაახლოებით 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.
რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა ლალი აფციაურმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, კლინიკაში ორი ძმა უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმებმა ერთ-ერთის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ კლინიკაშიც დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები