ადვოკატი: ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, გამოყენებულია რამდენიმე იარაღი

0

„ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, რასაც დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად დაადასტურებს“, – ამის შესახებ ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა განაცხადა.
ნაირა ოტიაშვილის თქმით, 33 ჭრილობა, რომელიც 20 წლის ნაცვლიშვილს აქვს მიყენებული, დანით არაა მიყენებული და გამოძიებამ სხვა იარაღები უნდა ეძებოს.
“მომდევნო სხდომისთვის სავარაუდოდ, ჩემს მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზებიც მოესწრება, რომლითაც უტყუარად დადგინდება ის, რომ 33 ჭრილობა დანით არაა მიყენებული, არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად, გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს”, – განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.
აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი არსებითი სხდომა ტარდება.

კომენტარები

კომენტარი