პროკურორი: ბუტა ანთაძეს ბრალდებული მოულოდნელად დაესხა თავს და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა
“პოლიციის უფროსი ტაკიძეს მოუწოდებდა, არ შეეშალა ხელი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაში, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, მოულოდნელად პოლიციელს თავს დაესხა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა”, – ამის შესახებ პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
“16 ივნისს, სოფელ გვარაში არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი მიმდინარეობდა. ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას ხელს უშლიდა. პოლიციის უფროსი ტაკიძეს მოუწოდებდა, არ შეეშალა ხელი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაში, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, მოულოდნელად პოლიციელს თავს დაესხა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს”,- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი 14 ივნისს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.