სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა – ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტმა გიორგი ფანგანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-7 სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ენერგეტიკის სექტორში მიწოდების უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. გიორგი ფანგანმა დეტალურად მიმოიხილა მარეგულირებელი აქტივობების რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა და ენერგეტიკის რეგულირების საუკეთესო პრაქტიკა.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსა (CEER) და ევროპული კომისიის ორგანიზებით უნგრეთში, ბუდაპეშტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-7 სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემაა ენერგეტიკის სექტორში მიწოდების უსაფრთხოება. შეხვედრას ესწრებიან აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, უკრაინის, ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის მარეგულირებელი კომისიების, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები