სასამართლომ მარნეულის მერი პატიმრობაში დატოვა

მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
თემურ აბაზოვის ადვოკატებმა 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას იმის გამო ითხოვს, რადგან არსებობს საფრთხე, აბაზოვი გამოძიწებას მიემალოს. ადვოკატები კი პროკურატურის პოზიციას არ იზიარებდნენ და თემურ აბაზოვის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სხდომას ბრალდებული თემურ აბაზოვიც ესწრებოდა. ის ბრალს არ აღიარებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები