ადიგენში, ავარიის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ტრაქტორს დაეჯახა, რომლის მისაბმელზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 2 ბავშვი.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი მათგანი ახალციხეში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ორი კი ადიგენის საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 276 – ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები